ძვირფასო მომხმარებელო!

თქვენ წინაშეა ჩვენ მიერ დამუშავებული ქართული ენის მართლწერის შემმოწმებელი სისტემა (ინგლისურად – Spellchecker).

წარმოდგენილი სისტემა, რომელიც მუდმივ შევსება-განახლებას ითხოვს, მიზნად ისახავს ინტერნეტში ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვების მარაგის დაგროვებას. ამგვარი სიტყვები ჩვეულია თანამედროვე ქართული მეტყველებისთვის, მაგრამ ნაკლებადაა წარმოდგენილი არსებულ ლექსიკონებში (თუმცა ეს ლექსიკონები საფუძვლად უდევს სისტემას).

გთხოვთ, შეგვეხმიანოთ მისამართზე levan@dr.com, თუკი სისტემა ვერ შეძლებს ტექსტში არსებული ცალკეული სიტყვის გამოცნობას;

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

გამოყენების ინსტრუქცია:

ზედა ფანჯარაში უნდა შეიტანოთ შესამოწმებელი ტექსტი (პირდაპირ აკრიფოთ ან სხვა რომელიმე ტექსტიდან ჩასვათ Windows -ის სტანდარტული მოქმედებებით Ctrl/C - Ctrl/V). სხვა ტექსტიდან ჩასმა გულისხმობს, რომ ეს ტექსტი “Silfaen” ფონტის კოდირებითაა ჩაწერილი, თუმცა შესაძლებელია გამოიყენოთ მოძველებული კოდირებაც “AcadNusx” (ან მასთან შეთავსებადი, მაგალითად “LitNusx”); ამისთვის საკმარისია დააჭიროთ ღილაკს “კოდირების შეცვლა”, რის შედეგადაც ამ ფანჯარაში ლათინურად ასახული ტექსტი შესაბამის ქართულ ლიტერებად გარდაიქმნება.

ქვედა ფანჯარაში გამოჩნდება იგივე ტექსტი, რომელშიც სისტემის მიერ გამოუცნობი სიტყვები წითლად ან შინდისფრად მოინიშნება. უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება ორთოგრაფიული შეცდომების ჩვენება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შეფერილთა რიცხვში სისტემისათვის ჯერჯერობით უცნობი შედარებით იშვიათი ქართული სიტყვა აღმოჩნდეს.

წითლად მონიშნულ სიტყვებზე დაჭერით გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც ბგერწერით ამ სიტყვას მიმსგავსებულ, სისტემისათვის ცნობილ სიტყვებს გთავაზობთ – სავარაუდო მართებულ ვარიანტებს (ე.წ. სუგესტიურ სიტყვაფორმებს). შესაძლო მართებულ ვარიანტთაგან ერთ-ერთის არჩევით (მასზე დაჭერით) მცდარი ფორმა შეიცვლება; შეცვლილი სიტყვა მწვანდება. თუკი, თქვენი აზრით, სისტემამ ვერ წარმოადგინა სწორი ვარიანტი, ტექსტის შესატან ველში განათავსებთ თქვენეულ ვერსიას და დააჭერთ ღილაკს “ჩემი ვერსია”.

თუ სიტყვა გამოიცნო სისტემამ, მაგრამ მას შემდეგ წითლად დაისვა ძახილის ნიშანი, ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული სიტყვა უმართებულოა თანამედროვე სალიტერატურო ნორმების მიხედვით. ძახილის ნიშანზე დაჭერით მოიცემა დაწვრილებითი ინფორმაცია ამ სიტყვის შესახებ, რომ ის, მართალია, უმართებულოა (არასალიტერატუროა), მაგრამ ხშირია როგორც სასაუბრო ენაში, ისე ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ამგვარი სიტყვების შეცვლის ან დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თქვენს განკარგულებაშია.